"ქრისტიან-დემოკრატები" მე-5 სამშობიაროდან დათხოვნილი ექიმების სამსახურში აღდგენას ითხოვენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.
"ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ რომ 80-მდე თანამშრომელი საავადმყოფოდან ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს. საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ინგა გრიგოლია ამ ექიმების სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გრიგოლიას ფრაქცია სასამართლოში ჩივილს აპირებს.
"დღეს როდესაც ასეთი გაძვირებული და დამძიმებულია ცხოვრება, "ქრისტიან-დემოკრატებს" მიგვაჩნია რომ ეს არის სახელმწიფო დანაშაული ლუკმა-პურისა და შემოსავლის გარეშე დატოვო ადამიანები", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე.