„ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5. ამ ეტაპზე ჩვენთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს“. - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ცესკოს რეგისტრაციის ვადის ამოწუვასთან დაკავშირებით.
„დღეს ე.წ. დედლაინია და ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე არიან ჩვენი მეგობრები სამოქალაქო სექტორიდან, რომლებიც შემოერთდნენ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს.“- განაცხადა ცისკარიშვილმა.