“ორი აზრი არ არის, ეს ვინც არ უნდა დამალოს და ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა“, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი „ქართული ოცნების“ შეთავაზებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
“ორი აზრი არ არის, ეს ვინც არ უნდა დამალოს და ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა...
მოსყიდვის არა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის რაღაც წინასაარჩევნო პროგრამა მათი და შემოთავაზება.
ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და ავწონ-დავწონეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს,ამის შესახებ უკვე იყო საუბარი, თქვენც იცით, უკვე საზოგადოებამაც იცის და ეს აზრი არ იყო მისაღები არც ჩვენთვის და შემდეგ, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში (სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ) და ძალიან ნორმალურად, მშვიდად.
ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც არავითარი ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი არ გააჩნია. არც სახელმწიფო აპირებს, რომ ეკლესია რაღაცით დაჩაგროს და არც ეკლესია აპირებს, რომ სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს - უბრალოდ, როგორ შეიძლება, კიდევ უკეთესი იყოს...
თუმცა, მინდა, ახლავე გითხრათ, რომ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან კარგი პოზიცია აქვს, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებით განისაზღვრება, რაც 2002 წელს მიიღეს. ახლა ამას ცოტა უფრო თუ გავაუმჯობესებთ, თორემ მეტი არაფერზე ლაპარაკი არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.