„გირჩის „ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და ეს ეკლესიასთან ბრძოლას ნიშნავს. 
ხვიჩია სოციალურ ქსელში მეუფე ზენონის სიტყვებს აზიარებს, რომელიც ამბობს:"საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი". 
"მართალს ამბობს, ამით ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და ამაზე დიდი ეკლესიასთან ბრძოლა რთულად წარმოსადგენია". - წერს იაგო ხვიჩია.