ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც უჭირავს ევროპის დროშა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" ხელისუფლების დასამარცხებლად, ოპოზიციურ პარტიებს განსაკუთრებული როლი აქვთ.
„პრეზიდენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ჩვენ, ფაქტობრივად, ქვეყანაში გვყავს ადამიანი, რომელსაც უჭირავს ევროპის დროშა. პარტიებს გვაქვს განსაზღვრული როლი ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს ქარტიაზე ხელი მოწერილი, ვემზადებით არჩევნებისთვის. ხალხში არის აბსოლუტურად განსაზღვრული განწყობა ცვლილებებისთვის და ეს 60 დღე ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს ღირსეულად და დაასრულოს გამარჯვებით", - ამბობს ხოშტარია.