"ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და დასავლელ მეგობრებს. სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს ოპოზიციის მთავარი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრობისგან, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვები არ იქნება გულწრფელი", - განაცხადა "ერთიანობა"-"ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ.
"თუ სალომე ზურაბიშვილი არის გულწრფელი ამ საუბარში , როდესაც ის ამბობს, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა დასავლელ მეგობრებს, რომ ივანიშვილი აანონსებს უპრეცედენტო რამეს, ოპოზიციის გაუქმებას, ის უნდა იყოს გულწრფელი ქმედებებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და ყველაზე უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციაშიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც, უნდა გაათავისუფლოს უსამართლო პატიმრობისგან. სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, უსამართლო პატიმრობისგან ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებთან ერთად, ქმედებებიც იქნება გულწრფელი. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს, ქართველი ხალხის ერთიანობას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შეწინააღმდეგება და სალომე ზურაბიშვილის ვალია გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.