საქართელოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელია.
ქართველი მეკარე „ლივერპულმა“ „ვალენსიასგან“ შეიძინა, თუმცა, ის იჯარის წესით კარიერას კვლავ „ვალენსიაში“ გააგრძელებს და მომავალ სეზონში კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. ინფორმაცია „ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ის ჩვენს კლუბს 2025-2026 წლების სეზონში შეუერთდება". - წერია ლივერპულის განცხადებაში.
ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდში სამედიცინო შემოწმება გუშინ, 26 აგვისტოს გაიარა, რის შემდეგაც ტელეარხ El Chiringuito-სთან მოკლე კომენტარიც გააკეთა: "ყველაფერი კარგადაა, ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა მან
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულმა“ ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.