გიორგი მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა „ლივერპულთან“, რომელმაც ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადა – ინფორმაციას Geo Team და ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.
„ლივერპული“ და „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. გუშინ სამედიცინო გამოკვლევები წარმატებით დასრულდა და კონტრაქტი უკვე გაფორმდა. გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა და „ვალენსია“ შემდგომი გაყიდვიდანაც თანხას მიიღებს. მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ ექვსწლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ გუნდს 2025 წელს შეუერთდება“, – წერს ფაბრიციო რომანო.
Geo Team:
“სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, გუშინ საღამოს გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულთან კონტრაქტიც გააფორმა. ინგლისურმა კლუბმა ქართველი მეკარის ტრანსფერი ოფიციალურად შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს.
გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში 35 მილიონიანი ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდოა. 23 წლის მეკარემ ამავე ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის ლიონში 20 მილიონიანი ტრანსფერის რეკორდი გააუმჯობესა”.