"ქართულმა ოცნებამ" დაასუსტა ქართული დიპლომატია, ჩამოშალა დიპლომატიის სტრუქტურები, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური ამოცანაა არა ევროინტეგრაციის გაძლიერება, არამედ ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, ამიტომ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ აღვადგენთ მჭიდრო კავშირებს პარტნიორებთან და გავაძლიერებთ დიპლომატიას", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
"ქართულმა ოცნებამ" დაასუსტა ქართული დიპლომატია, ჩამოშალა დიპლომატიის სტრუქტურები, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური ამოცანაა არა ქვეყნის ევროინტეგრაცია და გაძლიერება, არამედ ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რაც კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გავაძლიეროთ ქართული დიპლომატია, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, აღვადგინოთ მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები აშშ-თან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვქონდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობები და ამ ყველაფერმა ჩვენს ხალხს მოუტანოს კეთილდღეობა და ხალხმა იცხოვროს ევროპულად, ღირსეულად, მაღალი შემოსავლებით და აღარ იყოს გაჭირვება, სიღარიბე, რის გამოც უამრავი ადამიანი პერიოდულად ტოვებს ქვეყანას", - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ელჩები შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, თანამდებობიდან თავისუფლდებიან.