იანვრის ბოლოს თბილისში ქალისა და მამაკაცის ძველი ნაციონალური ტანსაცმლის პირველი დახურული ჩვენება "ბაგრატიონის" ქარხანაში გაიმართება.
ჩვენებას ტანსაცმლის კომპლექსური ქსელი "სამოსელი პირველი" წარმოადგენს.
როგორც ამავე მაღაზია-კომპლექსის გენერალურმა დირექტორმა ლუარსაბ ტოგონიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ტანსაცმლის პირველი ჩვენება ძირითადად მანდილოსნებს ეძღვნებათ. ამიტომ სამოსის უმეტესობა ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. მოდელები 50 ძველ ტანსაცმელს წარადგენენ, რომელთა შორის, 15 სამოსი მამაკაცისთვის იქნება განკუთვნილი.
ლუარსაბ ტოგონიძის თქმით, ეს ტანსაცმელები სამუზეუმო არქივებისა და ძველი ფოტოსურათების მიხედვით შეიქმნა და ძირითადად მე-18-19 საუკუნეებს განეკუთვნება.
"ამ კოლექციას ეთნოგრაფიული ხასიათი არ აქვს. შევეცადეთ, წარმოგვედგინა როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე_დასავლეთ საქართველოს კოლექციები. აქცენტი მრავალფეროვნებაზე გადავიტანეთ და არა_ეთნოგრაფიულ ხასიათზე",_აღნიშნა ტოგონიძემ.
სამომავლოდ ეროვნული სამოსის პოპულარიზაციით დაინტერესებული პირები უცხოეთსაც გააცნობენ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს.
ცნობისთვის, ნაციონალური სამოსელის შემდგომი ღია ჩვენება თებერვალში გაიმართება.