გარდა იმისა, რომ რუსულ რეჟიმს ვხედავთ, საქართველოში, ვხედავთ ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების დიქტატურების მსგავს რეჟიმს, სადაც დიქტატორების შვილები აკეთებენ ყველაფერს", - ირაკლი ფავლენიშვილი ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე, საპატიო სტუმრად ცოტნე ივანიშვილის მიწვევაზე
"გარდა იმისა, რომ რუსულ რეჟიმს ვხედავთ, საქართველოში ვხედავთ ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების დიქტატურების მსგავს რეჟიმს, სადაც დიქტატორების შვილები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის. არ შეიძლება, რომ ერთი დიქტატორის ოჯახი საქართველოში მომჯდარი იყოს ყველაფერზე - ეს არის ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ერის შეურაცხყოფა", - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა ჭადრაკის ტურნირზე ცოტნე ივანიშვილის მიწვევას.
თბილისში მიმდინარე ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრანპრიზე ცოტნე ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. დღეს მან მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლაც გააკეთა.