ჯანდაცვის სამინისტრო H1N1 ვირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქათველო საჭირო მედიკამენტებით უკვე მოამარაგა და მომავალი კვირიდან მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებებში დარიგდება.
საქართველოში სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის 8 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში ახლაც გადის.
დაინფიცირებულთაგან 2 ფეხმძიმე ქალბატონია, ერთი კი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
59 წლის მამაკაცის გარდაცვალების მაპროვოცირებელი მიზეზიც სწორედ H1N1 ვირუსი გახდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცივი ამინდების დადგომასთან დაკავშირებით დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს.