თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი, რაში გაინტერესებთ, ვინ გეკითხებათ, მიხედეთ თქვენს საქმეს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში იმყოფებით, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.
„თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ. ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი ისეთ მდგომარეობაში ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აგიხსნით სად იმყოფებით, აგერ ნიკა გვარამია აგიხსნით, სად იმყოფებით და როგორ იმყოფებით. 500 ათასი რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული. რახან არ რის მითითებული, მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი. რაში გაინტერესებთ, ვინ გეკითხებათ. მიხედეთ თქვენს საქმეს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში იმყოფებით", - ამბობს კალაძე.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კახა კალაძის ფოტო, სადაც ის ძვირადღირებულ ავტომობილში ზის.