კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოცნება არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, რომელსაც არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, კოალიცია ცვლილებისთვის, არ ვაპირებთ განხილვას რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერებს იშენებს და საკუთარ გუნდთანაც, საკუთარ გუნდსაც ელაპარაკება შუშის ბარიერებიდან.
ეს არის ზუსტად „ქართული ოცნების“ საქართველო, როცა ოლიგარქია და უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას“- განაცხადა გვარამიამ.
21 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ” მცხეთაში რეგიონალური ღონისძიება გამართა. ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას სხვა ლიდერებისგან განსხვავებულ ტრიბუნაზე იდგა და მის გარშემო მინის დამცავი ბარიერი იყო დამონტაჟებული.