კატასტროფის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში 73 წლის ქალბატონი გადაიყვანა. პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მხედველობის დაბინდვა და ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონმა სახლის პირობებში დამზადებული კიტრის კონსერვი მიირთვა. როგორც მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, პაციენტის შემთხვევაში, ბოტულიზმის კლინიკური სურათი სრულად არის გამოხატული. ქალბატონმა სტაციონარს დაგვიანებით მიმართა, რაც მის მდგომარეობას ართულებს.
ამჟამად პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.