მკაფიოდ მოგაგონებდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ჟამს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებასთან დაკავშირებით TV პირველთან განაცხადა.
არაფერი სიახლე, ეს ქცევა თავიდან ბოლომდე მკაფიოდ მოგაგონებდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ჟამს, სადაც ზუსტად იგივე მიმართებით, ზუსტად იგივე პათოსით საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თხოვნით მიმართავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.
ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის, სხვაგვარად, ის არ ჩაერთვებოდა საარჩევნო კამპანიაში, რომ ოცნებას აქვს წაგებული“, - თქვა ბექა ლილუაშვილმა .