მენინგოკოქცემიის დიაგნოზით თბილისში ქარელიდან ექვსი წლის გოგონა გადაიყვანეს.
მას ტანზე სისხლჩაქცევები აღენიშნება და მაღალი სიცხე აქვს. ბავშვი ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტს მენინგოკოქცემიის ელვისებური ფორმა განუვითარდა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. მათი ინფორმაციით, დაინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.
გოგონას ანტიშოკური თერაპია ჩაუტარეს. ამჟამად იგი გონზე მოვიდა, თავს უკეთესად გრძნობს და კონტაქტშიც შედის.