დღეს, 13 იანვარს, ვილნიუსის 1991 წლის ტრაგედიის 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩო რიგ ღონისძიებას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძეც მიიღებს მონაწილეობას.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ლიტვის ელჩ იონას პასლაუსკასთან ერთად ჯერ 9 აპრილის მემორიალს შეამკობს გვირგვინით, მოგვიანებით კი ვილნიუსის სკვერში მივა, სადაც მარადიულ ცეცხლს აანთებენ.
დავით ბაქრაძის გარდა აღნიშნულ ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაიაც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 1991 წელს, ლიტვის ცნობილი მოვლენების დროს 14 ადამიანი დაიღუპა, 600 კი დაიჭრა.