ხვალ, 13 იანვარს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმანსპინძლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, 7-დან 13-წლამდე ბავშვები "ბომბორას" ატრაქციონებზე გართობას უფასოდ შეძლებენ.
ამასთან, გიორგი ბარამია მათ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით საჩუქრებსაც გადასცემს.