"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან.
შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ალიანსის წარმომადგენელმა ზურა აბაშიძემ განუცხადა, ისინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლებს
საარჩევნო კოდექსის საკუთარ ვარიანტს გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებისას ბარიერის ამჟამად 45 %-ით განსაზღვრას ითხოვს, თუმცა ამ წინადადებას NDI-ის ფორმატში მომუშავე ჯგუფიდან ედპ და "ნაციონალური მოძრაობა" არ ეთანხმებიან.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის ლიდერებმა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები უკვე გააცნეს საარჩევნო თემებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.