ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ ნიკოლაი პატრუშევვმა 2008 წლის ომზე საუბრისას განაცხდა და ომის დაწყებაში ამერიკელები და მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია.
სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა.
მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“, - თქვა პატრუშევმა.