მგონი, ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება - მანაც პასუხი უნდაა აგოს ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა მედიის კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მცდელობები კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
ამასთან, მისი თქმით, ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების ცერემონიაზე მის წინააღმდეგ პროვოკაცია აქტივისტებმა მოაწყვეს.
„რეალურად, რაც შეეხება მაშინდელ დაჯილოდებას, 250 აქტივისტი ჰყავდა მობილიზებული, რომლებმაც თავი მოიჭრეს. რაც შეეხება, დღევანდელ ღონისძიებას, ის ტრადიციულად სულ ასეთ რეჟიმში ტარდებოდა. რაც შეეხება საჯარო ღონისძებას, ასეთ რამესაც განვიხილავთ .
ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული - ასეთ დროს მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რასაც ის ცდილობს.
მგონი, ხალხის სალომე ზურაბიშვილს უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდაა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის“, - განაცხადა კობახიძემ.