რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი, კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი აგვისტოს ომზე წერს და აღნიშნავს, რომ "საქართველოში სიმართლის ტრიუმფი დადგა".
„ხალხი მზად არის დაელოდოს სიმართლეს წლების და ათწლეულების განმავლობაშიც კი. მის მისაღწევად ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან, იტანჯებიან და იღუპებიან.
ყველაზე ცუდი ისაა, თუ სიმართლე ზემოდან დამახინჯდება, ძალაუფლებისა და „კეთილი“ ზრახვების მიღმა დამალვით, თუ პატივისა და სინდისის გარეშე მმართველები ტყუილის წყარო და კურატორები ხდებიან.
მაშინ სიმართლის პოვნის ფასი ასტრონომიული ხდება. დღეს საქართველოში საბოლოოდ დადგა სიმართლის ტრიუმფი, რომლისთვისაც ყველამ სრულად გადავიხადეთ.
მიხეილ სააკაშვილს ორჯერ ვესაუბრე - ჯერ კიდევ საქართველოს ომამდე და იმ მომენტში, როცა ის დაიწყო. ორივე საუბარი შედგებოდა ჩემი ემოციური ყვირილისგან ავადმყოფი და ნარცისული ადამიანის პირისპირ, რომ ის თავისი გადაწყვეტილებებით ანადგურებდა საქართველოს.
აზრი არ ჰქონდა ამ კამათს. სერიოზულად მიიჩნევდა თავს ახალ მეფე დავით აღმაშენებელად და ტრაბახობდა, რომ „მის“ საქართველოზე დიდხანს და ბევრს ილაპარაკობდნენ. მაგრამ მე უკვე მივხვდი, რომ მისი თვითმნიშვნელოვნების გრძნობა მისთვის ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ქართველი ხალხის ბედი.
2008 წელს, მე ვუთხარი მას ასეთი რამ: „დადგება დღე, როცა ქართველი ხალხი დაგწყევლის და ციხეში ჩაგსვამს საკუთარი ხელით, რადგან დრონი მეფობენ და არა მეფენი“.
ეს სიტყვები ახდა. გულწრფელად ვაღიარებ, გამახსენდა ის და ველოდი იმ მომენტს. მაგრამ იმ დროის განმავლობაში, როცა მე და მილიონობით ადამიანი ველოდებოდით, საქართველოში გაიზარდა მთელი მოტყუებული თაობა, რომელიც უარყოფდა ყველაფერს რუსულს და უარყოფდა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა „სამი რვიანის ომი“ გააჩაღა.
საშინელებაა იმის გახსენება, თუ რამხელა სიძულვილი ხვდა წილად საქართველოს ყველა შეჭნარიტ დამცველს წლების განმავლობაში. მაგრამ ახლა ჩვენ კარგად ვიცით სიმართლის რეალური ფასი.
ჩვენ კი საქართველოს მთავარი მტრის დამსახურებულ სასჯელს ველოდით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სომხეთსა და უკრაინაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ისიც ცდება. ისტორია ყოველთვის მარხავს შემთხვევით მეფეებს, ისე, როგორც ნაძირლებს, რომლებსაც არ აქვთ უფლება ეწოდოთ ადამიანები, - წერს კანდელაკი.