ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. ის სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის საგანგებო სხდომაზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. Gგიორგი ბარამიძე ისაუბრებს ქვეყნის უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხებზე და მოსთხოვს ევროპარლამენტარებს, რათა მათ გააძლიერონ ზეწოლა და მიიღონ ქმედითი ზომები ოკუპანტების მიერ სოფელ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გასათავისუფლებლად.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერებთან, პოლიტიკური ჯგუფების/ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლზე, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
ვიზიტის მიზანია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის გაცნობა და ევროპარლამენტარებისათვის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.