აფხაზეთიდან დევნილი 60 მოზარდისთვის დღეს "სამეფო უბნის თეატრში" წარმოდგენა გაიმართება.
მოზარდები დათა თავაძის სპექტაკლ "მახინჯს" იხილავენ. სპექტაკლი გერმანელი დრამატურგის, არიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დაიდგა.
"სამეფო უბნის თეატრში" 15 იანვარს დავით გაბუნიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის "სხვისი შვილების" ჩვენება მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დევნილი ბავშვებისთვის უფასო წარმოდგენები "თავისუფალ თეატრში" გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები