ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უსურვა.
“ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს”, - განაცხადა პრემიერმა.