იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნისია და "ჯენოას" ფეხბურთელის კახა კალაძის სახლი გაძარცვეს. ამის შესახებ goal.com იტყობინება. კალაძის სახლიდან წაღებულია მაღალი ხარისხის რამდენიმე საათი.
კალაძის სახლთან ერთად, გაძარცვულია "ინტერის" ფეხბურთელების სამუელ ეტოოსა და ვესლი სნაიდერის სახლები. ძარცვა სავარაუდოდ 26 დეკემბერს, ან 27 დეკემბერს მოხდა, როდესაც ფეხბურთელები საშობაო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.
სნაიდერის სახლიდან წაღებულია ძვირფასი საათები, საიუველირო ნივთები და მოდური ტანსაცმელი.
კახა კალაძის მამამ კარლო კალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა სხვადასხვა უცხოური სპორტულ საიტები ქურდობის შესახებ იუწყებიან.