იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის ან არ ჩანს ურთიერთობის გაგრძელებით დაინტერესებული, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
"იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის განცხადება, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა (რაც აბსოლუტური სიცრუეა); იმედი მაქვს, პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა განიხილავენ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ მომავალში შეუძლიათ იმისათვის, რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება რაც აშშ-სა და საქართველოს აქამდე ჰქონდა.
აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, ის მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში - ეს არის ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატების; ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ეკონომიკის განვითარებას, მისი მოქალაქეების სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით", - თქვა სენატორმა.