ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი, ქორწინებისთვის ემზადება. ამის შესახებ გამოცემა OK! Magazine წერს
ინსაიდერის ცნობით, 49 წლის ბრდლი გეგმავს ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმოს მასზე 20 წლით უმცროს ცნობილ მოდელ ჯიჯი ჰადიდთან.
„ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვედრით არიან, ასე რომ, დარჩენილი ცხოვრების ერთად გატარება ორივესთვის შემდეგი ეტაპია“, - თქვა ინსაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წყვილი თავიდანვე ფიქრობდა ოჯახზე.
"ურთიერთობის საწყის ეტაპზე ოჯახსა და ქორწინებაზე საუბრობდნენ. ისინი ერთმანეთის და თავიანთი გეგმების მიმართ ერთგულნი არიან და და ახლა ეს მხოლოდ დროის საკითხია," - თქვა ინსაიდერმა.
ძალიან მალე შეყვარებულები რომანტიკული ურთიერთობის წლისთავსაც აღნიშნავენ.
ბრედლიმ და ჯიჯიმ ერთმანეთი მსახიობის ყოფილი შეყვარებულის, მოდელ ირინა შეიკის მეშვეობით გაიცნეს.
შეყვარებულები პირველად პაემანზე 2023 წლის ოქტომბერში შენიშნეს.
ჯიჯის არ დაუმალავს, რომ მსახიობთან ურთიერთობის დაწყებამდე მისი ნიჭით აღფრთოვანებული იყო და მისი მონაწილეობით ყველა ფილმს უყურებდა. გავრცელებული ხმების თანახმად, კუპერმა უკვე იყიდა სახლი შეყვარებულთან ახლოს.
ბრედლის ირინა შეიკისგან 7 წლის ქალიშვილი ჰყავს, ჰადიდი კი მომღერალ ზეინ მალიკსგან 3 წლის ქალიშვილს ზრდის.