„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა დენდროლოგიური პარკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ხეების გადმორგვა “დროში ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო გაიწელა“.
ორი ვერსია შეგვიძლია დავუშვათ ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით: პირველი, რომ ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაში-ც კი, ან მეორე ვარიანტია, რომ “ნაცების“ წყევლამ ხე გაახმო. ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა ჩვენ არა დაგვაბრალოთ 2 წელი კარგად რომ ვერ მოვუარეთო, ნაცებს დააბრალეთო“,- ამბობს იაგო ხვიჩია.
დენდროლოგიური პარკი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრედწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი“.