2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის , ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით. უპრეცედენტო საერთშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსადლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, 26 ოქტომბერის შემდეგ, შეძლებენ, მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებას და საერთაშორისო იზოლაციიდან საქართველოს გამოვყვანას.
"ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილების შემდეგ, იმ რეზოლუციების შემდეგ, რომლებიც მრავლად არის მიღებული, ევროსაბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთი არის დადანაშაულებული, უკანონო, უსამართლო და არაპროვოცირებულ შემოჭრაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ქართული ოცნების ეს პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა. სწორედ აი ასეთი ანტიქართული ქმედებების გამო, იმ სიძულვილის და პოლარიზაციის გამო, რასაც ქართული ოცნება 12 წლის განმავლობაში აკეთებს, არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში რაშიც არის , როდესაც არის სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან და ქართული ოცნება ცდილობს აი ამ პოლარიზაციის თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის , ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით. უპრეცედენტო საერთშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსადლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცითყველაზე მთავარი რაც იყო, ეს იყო თვითონ საზოგადოების ერთიანობა , როდესაც საზოგადოების ერთიანობა არის ყველაზე მთავარი, რომ გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ამიტომ საზოგადოების ერთიანობა ჩვენ მოგვაპოვებინებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა განვახორციელოთ და საქართველო გამოვიყვანოთ საერთაშორისო იზოლაციიდან, დავაბრუნოთ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და მოგვცემს ტერიტორიული აღდგენის შესაძლებლობას.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.