რუსეთმა მოსკოვში მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი გააძევა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
უწყებამ თავისი გადაწყვეტილება ახსნა "მოლდოვის ხელისუფლების არამოტივირებული გადაწყვეტილებით" კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ფედერაციაში მოლდოვის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარუ და შესაბამისი ნოტა გადასცეს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თამამშრომელი 1-ელ აგვისტოს გააძევა. ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია და მტკიცებულება, რომ რუსმა დიპლომატმა მის ტერიტორიაზე ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელი იყო დიპლომატიურ სტატუსთან, განაცხადა კიშინიოვმა.
მოლდოვაში რუსეთის ელჩის, ოლეგ ვასნეცოვის თქმით, საუბარია სამხედრო ატაშეს თანაშემწეზე, რომელმაც ქვეყანა გარკვეულ ვადაში უნდა დატოვოს.