დემოკრატიის ფესტივალზე "ქართული ოცნებაც'' იყო დაპატიჟებული, მაგრამ მოსვლა არ იკადრეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას, რომლის თანახად, „დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია“.
ჯაფარიძის თქმით., „ქართული ოცნება“ გააგრძელებს რუსულ პროპაგანდას, ოპოზიციამ კი უნდა გააგრძელოს ხალხთან შეხვედრები.
რა მინდა, ვთქვა დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარმოდგენილიყო იყვნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ შშმ პირებს, ბავშვებს, ასევე იყო წარმოდგენილი ძალიან საინტერესო პროდუქცია. აქ ‘’ქართული ოცნებაც’’ იყო დაპატიჟებული, მაგრამ არ იკადრეს მობრძანება, ამიტომ ცხადია, რომ ეს ძალა, რომელიც არის მილევადი ძალა, ‘’ქართული ოცნება’’ გააგრძელებს რუსულ პროპაგანდას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენს ხალთან შეხვედრები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც ეხმარებიან შშმ პირებს, ეხმარებიან უდედ- მამო ბავშვებს- განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ მედიას.
თელავში დემოკრატიის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები მონაწილეობენ. წარმოდგენილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც.