25 და 26 ნოემბერს, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ანსამბლი განახლებული საკონცერტო პროგრამითა და სრული შემადგენლობით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
2010 წლის განმავლობაში ნინო რამიშვილის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, დაარსდება ნინო რამიშვილის სახელობის ქუჩა, მოეწყობა გამოფენები, სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების გასტროლები და სხვა.