საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ტურნირის ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში დაამარცხა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.