ამერიკელი კონგრესმენი, დემოკრატი ბილ კიტინგი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 95-მილიონიანი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებას ეხმიანება.
წარმომადგენელთა პალატის წევრის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც თავის მომავალს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ეძებს, მაგრამ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს მთავრობას, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის", - წერს კანონმდებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.