ედპ-ის ინიციატივას ხელმოწერით დღეს მმართველი გუნდიც შეუერთდება.
NDI-ის ოფისში 13:00 საათზე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი პალიკო კუბლაშვილი მივა და ცხრა თვის განმავლობაში შეთანხმებულ ყველა საკითხს ხელს მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ ედპ ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა, მოუწოდებს, აქამდე შეთანხმებულ ყველა საკითხს ხელი მოაწერონ.
"საჭიროა ჯგუფის წევრებმა დაადასტურონ თავიანთი თანხმობა, რომ ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობამ პარლამენტში ოფიციალური დადასტურებით გადაინაცვლოს", - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიმართავს გამოხმაურება უკვე მოჰყვა "ქრისტიან-დემოკრატებისა" და მოძრაობის "ჩვენ თვითონ" მხრიდან. აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსის ახალ ვარიანტს ხელი მოაწერეს.