ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
“ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: - "კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო". საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას.
მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ირანის პრზეიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც „ჰამასის“ ლიდრები იმყოფებოდნენ.
კობახიძემ მის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს განაცხადა: „როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია".