კობახიძის ირანში ვიზიტი აშშ-სთვის სილის გაწვნის ტოლფასია. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ირანში დაგეგმილი ვიზიტი ცხადყოფს, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ავტორიტარული ქვეყნებისკენ შეატრიალა.
„ქართული ოცნების“ პირობებში ირაკლი კობახიძე ერთადერთი პრემიერი, რომელიც ერთ თვიან შუალედში ორჯერ ჩავიდა ირანში, მიუხედავად იმისა, რომ ირანი არის რუსეთის პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საგარეო პოლიტიკის შემოტრიალებას ავტორიტარული ქვეყნებისადმი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყალბ სურვილს, გადატვირთოს აშშ-თან ურთიერთობა, იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, მათ შორის, აშშ-სთვის სილის გაწვნის ტოლფასია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ დააახლოვა საქართველოს ირაკლი კობახიძემ რუსეთის მეგობრებთან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთის მიერ გვაქვს ორი ძირძველი რეგიონი ოკუპირებული, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება.