სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ამასობაში, რაღაც კვლევა გამოქვეყნებულა, მონაცემები ჩამიგდეს და კომენტარი მთხოვეს სხვადასხვა მედიებმა.
მეგობრებო, სხვა დროს რაიმე სერიოზული მკითხეთ, სისულელეებზე და უსაგნო მსჯელობებზე დროს ნუ დავხარჯავთ, ისედაც ძალიან დაკავებული ვარ ამ წინასაარჩევნოდ. გმადლობთ.
ps. თან თავდაუსხმელობას მოვაწერეთ ხელი ბრიუსელში და პოლიტიკურ აქტორებს თავს ვერ დავესხმები, სიტყვის კაცი ვარ მე“, - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, Edison Research-ის კვლევები ტელეკომპანია „ფორმულამ“ დაუკვეთა.