ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ან შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, შესაბამისი განცხადება მან 26 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს გააკეთა, წერს The Hill.
„თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი ძალიან მარტივად იქბნება. ყველაფერი გამოვა ძალიან სწრაფად. თუ ამას არ გავაკეთებთ, ახლო აღმოსავლეთში ჩვენ გველოდება დიდი ომი და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომიც.
თქვენ ახლა უფრო ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე იდესმე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ასე ახლოს {ომთან}, რადგან ჩვენს ქვეყანას არაკომპეტენტური ადამიანები მართავენ“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა გააკეთა სხვა არასაიმედო პროგნოზებიც იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ის არ დაიკავებს თეთრ სახლს, მათ შორის თქვა, რომ საფონდო ბაზარი ჩამოიშლება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ მსოფლიო ახალი გლობალური ომის ზღვარზეა, ისრაელსა და ჰამასს შორის ახლო აღმოსავლეთში ბრძოლისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.