შალვა პაპუაშვილი გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორია, რომელიც მოძალადედაც ჩამოყალიბდა და პირდაპირ დააანონსა ოპოზიციის ცემა-ტყეპა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
მეზვრშვილი გამოეხმაურა პარლამენტის მმართველი პარტიის წევრების. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს. მეზვრიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილი მოძალადე პიროვნებად ჩამოყალიბდა.
„რამდენიც არ უნდა იმეოროს კობახიძემ, რომ ჩვეულებრივი მატყუარა პრემიერი გვყავს დღეს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მან, რომ ეს არის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ ვერსად გავექცევით ძალადობის იმ ფაქტებს, რომელ პროცესშიც მათ დაქირავებული არაფორმალური ზონდერები ჩართეს, მოქალაქეები აცემინეს, მათ მიმართ მუქარის ზარები განახორციელეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ერთ-ერთ გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორი, რომელიც როგორც ჩანს, მოძალადედაც ჩამოყალიბდა უკვე და ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, გამოვიდა და პირდაპირ დააანონსა ზონდერების მიერ ოპოზიციის ცემა-ტყეპა. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არის პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც პირდაპირ მიუქსია აქტივისტებს რამდენიმე კვირის წინ ზონდერები და აცემინა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება. განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“