ბათუმში კაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრას წინ მეზობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.