ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადათ-წესებთან, ამით ვართ საინტერესო და ამას, რომ შემილიხავ და შემიგინებ, მერე რა უფლებით ჩახვალ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა გაგიკვირდეს?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ვაშაძე, სადაც არ უნდა ჩავიდეს, თავის სამეზობლოში ვერ ჩამოდის, დიღმელია, იქ ვერ მოდის, ისეთი სამარცხვინო კაცია, შეიძლება ვიღაცამ ამოარტყას, იმიტომ, რომ არაკაცია, არასწორი კაცია, უსამართლო კაცია, ორმაგი სტანდარტის კაცია, ასეთი მე რა შუაში ვარ, ყველა რასაც იმსახურებს, იმას იღებს, შესაბამისად,“ - ამბობს ზარქუა.
დღეს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა: „დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწევს ხალხთან დალაპარაკება. განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?“