"ქართულ ოცნებას" არც ერთხელ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს - ამის შესახებ "ქართულ ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი აზრით, საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა მომავალში აუცილებლად დალაგდება და ძველ რელსებს დაუბრუნდება.
„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი პროცესი და შეუქცევადი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ძველ, ნორმალურ ჩარჩოებს. ამასთან, "ქართულ ოცნებას" არასდროს არ უთქვამს, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, საქართველოს ჩართვა ომში. მსოფლიო ცხოვრობს დღეს ისეთ ერაში, სადაც ძალიან სწრაფად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ნათლის და მართლის მონათვლა ხდება შავ ფერებში", - ამბობს მაია ბითაძე.