ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის მცდელობას, - ამის შეასხებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავდასხმის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის მცდელობას და მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა - ტერორისტული აქტი, მით უფრო, მოქმედ პოლიტიკოსზე - პოლიტიკური ზეწოლის ასეთი უკანონო, ძალისმიერი მეთოდების დანერგვა. მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტის თქმა არ შემიძლია“, - პესკოვის კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ,ს აქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცახდებით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.