ვაშინგტონში ივანიშვილის რეჟიმზე ისე საუბრობენ, როგორც ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე, - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტვ პირველს განუცხადა.
სამადაშვილის თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ოქტომბრის არჩევნებს აქვს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ სრულად არის ამოწურული ყველანაირი შესაძლებლობა გაუმჯობესების ამ ურთიერთობების და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს, როდესაც ფაქტობრივად, ისე საუბრობენ ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რა სიტყვარით და გზავნილებითაც საუბრობენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე. ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობრების ამოცანა დასავლეთში არის, რომ დემოკრატია საქართველოში დემოკრატიას მიეცეს შანსი და ქართველმა ხალხმა დემოკრატიული გზით დაამყაროს კონტროლი საკუთარ მომავალზე", - ამბობს სამადაშვილი.