გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენჯერმე შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს და მას კომპეტენტურ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევს.
”ის არის ძალიან კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ნათლად იცის რას აკეთებს და რომელსაც აქვს მკაფიოდ გააზრებული თავისი ქვეყნის როლი, მსოფლიოს განვითარება და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები“, - თქვა შოლცმა.
შოლცმა ასევე შეაფასა ჰარისის შანსები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, კამალა ჰარისს გამარჯვების მოპოვება შეუძლია.
„აშშ-ის საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ კამალა ჰარისმა მოიგოს არჩევნები, მაგრამ გადაწყვეტილება ამერიკელმა ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა შოლცმა.