ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ეს იმ რეალობის პასუხია, რაც “ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა.
„არ აქვს მნიშვნელობა დემოკრატების ფლანგია, თუ რესპუბლიკელების, ორივე მხარე თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია და რუსეთის ინტერესებს აძლიერებს.
“აგენტების “ კანონზე ითქვა, რომ ეს ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიას და ასევე ითქვა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია.
ეს ყველაფერი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვისაა ძალიან მძიმე, არამედ აბრკოლებს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომაც, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა განცხადდეს“ - თქვა გიგი წერეთელმა.