აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება.
„ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი გახდება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე, უარესი იქნება!“ - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრზეიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანიიდან თავისი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს მხარს.